logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: უმთავრესი ჩვენი ენის, ადათის, კულტურისა და ერის მარადიულობაა და სახელმწიფო ამის განხორციელების მხოლოდ ინსტრუმენტია
- +

15 მარტი. 2023. 16:01

 

 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ევროკავშირისკენ სწრაფვა კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაწერა ხელისუფლებამ  და სანამ მის დროშას დავწვავდეთ, მინიმუმ ამ მრავალტანჯული კონსტიტუციიდან მაინც უნდა ამოვიღოთ ეს იდიოტური ფრაზა. 

 

მე პირადად სულაც არ გამოვრიცხავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ალბათობას და დიდ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ზოგიერთ პოზიტიურ ასპექტსაც ვხედავ, თუმცა, მსგავსი მარგინალური ფრაზების კონსტიტუციაში გაქანების წინააღმდეგი ვარ.

 

არც ნატოა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ესეც არ შეიძლება, ასეთი დიდი ისტორიისა და კულტურის ერმა უმთავრეს მისწრაფებად დაისახოს.

 

უმთავრესი ჩვენი ენის, ადათის, კულტურისა და ერის მარადიულობაა და სახელმწიფო ამის განხორციელების მხოლოდ ინსტრუმენტია, ხელისუფლებასაც  ამიტომ ვირჩევთ, რომ ამ მიზანს ემსახუროს.

 

ესაა ჩემთვის პრეამბულაც, ალფაც და ომეგაც ჩვენი საზრისისა.

 

სხვა ყველა პოპულისტური ქმედება, ქლესობა და თაღლითობაა“, - წერს შოთა გლურჯიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner