logo_geo
eng_logo
ნეაპოლში, გერმანელ ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
- +

16 მარტი. 2023. 01:51

ნეაპოლში, სადაც დღეს საღამოს „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩი უნდა გაიმართოს, გერმანელ ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, გერმანელმა ქომაგებმა, რომლებსაც თამაშზე დასწრების უფლება არ აქვთ, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავიდნენ, სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანას.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ჰქონდა ადგილი შეტაკებებს „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ ქომაგებს შორის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner