რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი, მეათე ფილმისთვის სცენარი დაწერა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომავალი სურათის სახელწოდებაა „კინოკრიტიკოსი“. გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება. ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება, სურათის მთავარი გმირი კი სავარაუდოდ კინოკრიტიკოსი პოლინ კეილი იქნება.
ტარანტინოს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის განმავლობაში მხოლოდ 10 ფილმს გადაიღებს, პენსიაზე კი 60 წლისა გავა. ამ ასაკს რეჟისორი 27 მარტს მიაღწევს.