თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 12 ადამიამი ემსხვერპლა, ხოლო 5 - დაკარგულად მიიჩნევა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში 160-ზე მეტი მაშველია გაგზავნილი.
დატბორილია ქუჩები, ნიაღვარმა წაიღო მანქანები. რამდენიმე ადამიანია ევაკუირებული კარვებიდან, სადაც ისინი მიწისძვრის შემდეგ ცხოვრობდნენ.
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 48.500-მდე ადამიანი დაიღუპა დ 13.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.