logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკულ კანონს ეფუძნებოდა - კანონპროექტის ერთადერთი მიზანი იყო გამჭვირვალობა
- +

15 მარტი. 2023. 23:41

 

ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკულ კანონს ეფუძნებოდა, ოღონდ გაკეთილშობილებული იყო ამერიკულისგან განსხვავებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში კანონპროექტის ერთადერთი მიზანი იყო გამჭვირვალობა.

ამერიკული კანონი არის ძალიან ხისტი, ძალიან მკაცრი, რეპრესიული და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ითვალისწინებს მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონის ნორმებს. ნებისმიერი ადამიანიც კი შეიძლება გამოცხადდეს აგენტად და ა.შ. ეს არის ამერიკული კანონი. რეპრესიული, უხეში, ხისტი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ჩვენ ეს გავაკეთილშობილეთ და საბოლოო ჯამში, როდესაც გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში, სამი თვე დაველოდებოდით, შესაძლოა მეტიც დაგვჭირვებოდა, მერე მივიღებდით ამ კანონს, იქ ტერმინის ცვლილებაზე იყო საუბარი. ქართული კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო ვებგვერდი, სადაც დაიდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველწლიური დეკლარაციები. სინამდვილეში ერთადერთი მიზანი იყო გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა არის სწორედ ევროკავშირის სტანდარტი, ჩვენ ასე ვიცოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. როდესაც გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, ამაზე საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოიტანს დასკვნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner