logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ
- +

16 მარტი. 2023. 00:38

 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რამდენიმე დეპუტატი „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებს. ამ თემაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან ასევე კანონპროექტის განხილვისას დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტები გაიხსენა.

თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა, მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ. ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი.

საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება. წარმოიდგინეთ, არის 8 წლის ბავშვი, სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს Facebook-ზე იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე. წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი. ასეთი რამ გერმანიაში არ უკადრიათ ნაცისტებს გასული საუკუნის 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner