logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი კაბინეტის წევრებს აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა აუკრძალა, ვიდრე მას თეთრ სახლში არ მიიწვევენ
- +

16 მარტი. 2023. 10:15

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა აუკრძალა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ნეთანიაჰუმ დაავალა ყველა მინისტრს, თავი აარიდონ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს".

 

ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მთავრობის ჩამოყალიბებიდან სამი თვის შემდეგაც, თეთრ სახლს ის ვაშინგტონში ჯერ არ მიუწვევია.

 

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა ებრალებსა და პალესტინელებს შორის ესკალაციის შემცირებას და სიმშვიდის აღდგენას რამადანის თვემდე, ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner