„ნაცმოძრაობის“ მიერ აქციების დაანონსება არის პოლიტიკური ფარისევლობა. „გულაგების“ შემქმნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან თავისი თავის გაიგივებას რომ ცდილობს, ამით ისინი აჩვენებენ, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ შორიახლოს საკუთარი ყოფნით”, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაანახა „ნაცმოძრაობას“, რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა „გულაგების“ სისტემა, სადაც ადამიანები, ციხეში მოხვედრის შიშით ან მოხვედრის გზით, იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ და ძალადობა იყო ყოველდღიური საქმე. ეს არის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია. სხვათა შორის, ამას დღესაც ვხედავთ. დღეს ოპოზიციიდან აწეული აქვთ ფაშისტური კამპანია, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ამ ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ძალაუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ ბრჭყალებს და აღადგენენ „გულაგების“ სისტემას, რომელიც ჰქონდათ დამკვიდრებული საქართველოში. აქციების დაანონსება არის პოლიტიკური ფარისევლობა. „გულაგების“ შემქმნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან თავისი თავის გაიგივებას რომ ცდილობს, ამით ისინი აჩვენებენ, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ შორიახლოს საკუთარი ყოფნით. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაანახა „ნაცმოძრაობას“, რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.