logo_geo
eng_logo
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
- +

16 მარტი. 2023. 14:56

 

 

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ქალაქ ზუგდიდში და წალენჯიხაში, მოსახლეობასთან, მათ შორის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

 

შეხვედრაზე პროკურორებმა გენდერული სტერეოტიპები განიხილეს და ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის დანაშაულების აღმოფხვრის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner