logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი Heritage Foundation-ის ინდექსზე: საერთაშორისო ექსპერტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 15 ქვეყანაზე უკეთესი ვითარებაა და ლიდერია რეგიონში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში
- +

16 მარტი. 2023. 16:50

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის შედეგებს ეხმაურება.

 

„Heritage Foundation-ის 2023 ინდექსით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანათა შორის დასახელდა.  ანუ საერთაშორისო, მათ შორის ამერიკელი, ექსპერტები, რომელთა პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, ეჭვი არავის ეპარება, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს და იმედია, არც საქართველოს რადიკალ/ექსტრემალ ოპოზიციას/ექსპერტებს, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ საქართველოში ვითარება უკეთესია ვიდრე ევროკავშირის და ნატოს 15 ქვეყანაში და რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. საერთაშორისო, მათ შორის ამერიკელმა ექსპერტებმა შემდეგი კრიტერიუმები:

 

  • Perceptions of corruption (კორუფციის აღქმა)

 

  • Risk of bribery (მექრთამეობის რისკი)

 

  • Control of corruption including „capture“ of the state by elites and private interests (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისთვის)

 

კვლევისას გაანალიზდა ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნების თავისუფლება, როგორიცაა მოსყიდვა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი (კლანური მმართველობა), გაფლანგვა, პირადი გამორჩენა და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს საქართველო წარმატებულად ებრძვის. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით ყველაზე ცუდი შეფასება 2005-2007 წლებში ჰქონდა, ხოლო 2004-2012 წლებში საქართველოში ვითარება შეფასებული იყო, „ზერეპრესიული ზონა“ და 1-ჯერ „რეპრესულ ზონა“.

 

2023 წელს კი საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ „საშუალოდ თავისუფალი ზონაა“ და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება“, - აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner