logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი პარლამენტში წიგნების დარიგებაზე: ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება
- +

16 მარტი. 2023. 17:05

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში  ანტიდასავლური შინაარსის წიგნების დარიგებას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს იაფფასიან კამპანიას უწოდებს.

 

როგორც იონათამიშვილი ფეისბუკზე წერს, „ლუციფერის მხილების“ დარიგება პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით მოხდა:

 

„ორი დღეა, სოც ქსელებში მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე (წიგნსაც ვერ დავარქმევ), რომელიც ყდის იქით გადაფურცვლასაც არ იმსახურებს (ნაგვის ურნას მხოლოდ) და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ჯერ ერთი, დილიდან პარლამენტში ვიყავი და არანაირი ფოსტა არ მიმიღია და მეორეც, რაიმე მასალაც რომ მიმეღო, ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, თუ რა წერილს მივიღებ, არამედ თითოეულ წერილზე, რასაც კი მივიღებ, როგორი რეაგირება მექნება, ეგ არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ დროულად და სამართლიანად ვუპასუხო ყველა წერილს, რასაც ვაკეთებ და არაერთი ღირსეული მოქალაქე გავიცანი ასე. ცალკეა კიდე პატივისცემა პარლამენტის აპარატის თითოეული თანამშრომლის მიმართ!

 

ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს და კონკრეტულ პარტიას კი არა, სახელმწიფო ინსტიტუციას ემსახურება, მათი ჩართვა, მდაბიო ხარისხის პოლიტიკურ ბუფონადებში უკიდურესად უღირს საქციელად მიმაჩნია. რაც შეეხება იმ გამოცემას, სარჩევი ჰქონდა გაზიარებული არაერთს და იქიდანაც კი ჩანდა, რომ ეს მაკულატურა შეიცავს ანტისემიტურ ჩანართებს. მისი ფოტოს ატვირთვა და გაზიარებაც კი არის დაუშვებელი და ახალისებს იმას, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის! არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესის გამო იკადრო ყველაფერი, მით უმეტეს, ტყუილი, დეზინფორმაცია და ფაშიზმი!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner