logo_geo
eng_logo
ა(ა)იპ ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის განცხადება
- +

16 მარტი. 2023. 17:59

 

 

 

ა(ა)იპ ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის

 

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

 

გვინდა გამოვეხმაუროთ 2023 წლის 8-9 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, რაც გამოიხატა დესტრუქციული ძალების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ზღვარგადასულ ძალადობრივ ქმედებებში.

 

მიტინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზორიენტაციას, უკმაყოფილების გამოწვევას, აქციის მასობრივ არეულობაში გადაზრდას, საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

 

ა(ა)იპ „საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“ წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ  აქციის ხელმძღვანელობისა და მისი მონაწილეების მიერ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოსახლეობის საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ანალოგიურ სიტუაციაში კანონი ავალდებულებს,  გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

 

გამოვთქვამთ სინანულს მიტინგის ანტისაზოგადოებრივი ქმედებების აღკვეთის დროს დაზიანებუული პოლიციელებისა და მოქალაქეების მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner