logo_geo
eng_logo
კეზერას შნირი „ტურიკა“
- +

16 მარტი. 2023. 18:20

 

 

ამ უტიფარ ტურაშვილს, თურმე, თავი შეურაცხყოფილად უგრძვნია, იარლიყების „ნაცური“ მიწებებისთვის პასუხს რატომ მთხოვთო. ალბათ, ფიქრობს, ამას ათასი ძაღლი და ღორი სჩადის და მე რატომ ამომირჩიესო, თანაც უკვირს - გულწრფელად „ვერ ვხვდებიო“.

 

ბიჭუნა, აბა ერთი აქეთ გამოიხედე... ძველი ქართული წესია, არაკაცური საქციელისთვის პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს. ადრე მოეთხოვება თუ გვიან, ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ის წყვეტს, ვისაც პასუხის მოთხოვნის უფლება აქვს.

 

ამ მარად „აღელვებულის“ როლის მოთამაშემ, მიხეილ ყაველაშვილის პრეტენზიაზე და მის შესაბამის მოთხოვნაზე ისეთი „ახსნა-განმარტებები“ გამოაცხო, დანაშაულზე წასწრებულის მყრალი სუნი შორ მანძილზე რომ შეაწუხებს შემთხვევით გამვლელს.

 

„ტურიკას“, ანუ სტაჟიანი ნაცშნირის სამარცხვინო თავის მართლების ყოველ სიტყვას იმ შეფასებამდე მიყავხარ კაცი, რომ ეგ და თარგამაძე „ზნეობრივი სიამის ტყუპები“ უნდა იყვნენ. შე კაი დედმამიშვილო, ბავშვობაში მარტო გოგოებთან და ფუმფულა „დედიკოს ბიჭებთან“ თუ არ გიწევდა თამაში, ურთიერთობის რამდენიმე მარტივი წესი ხომ უნდა იცოდე?

 

ახლა კარგად მოისმინე - სხვადასხვა ჯურის ავი სულებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით გაერთიანებული, სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურების მქონე ადამიანების გუნდს ოკუპანტის დავალების შესრულებაში რომ დასწამებ ცილს, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ეს ერთი დანაშაულია; რომ იტყვი, „ჩემო საყვარელო მეგობარო“, შენ არა, დანარჩენებს ვგულისხმობდიო (მაგარი არაკაცურია) - მეორე; ყოველივე ამას სამშობლოს გამყიდველების ტელეარხიდან რომ აკეთებ - მესამე; როცა იცი, რომ სამშობლოს გამყიდველების ტელეარხი წაგებულ ომზე ნაშოვნი ფულით ფინანსდება - მეოთხე; როცა იცი, რომ მოძალადეთა, მკვლელთა, მძარცველთა, მწამებელთა რუპორებისა და „გამპრავებლების“  გარემოცვაში ხარ გაკვეხებული და მაინც ყელყელაობ - მეხუთე;

 

ჩვენში დარჩეს და... კეზერასთანაც მაგარი არაკაცური გამოდიხარ. თვალებს არ ვუჯერებდი - „პირდაპირ ეთერში ვაკრიტიკებ და დერეფნებში ვლანძღავო“... თუ ერთ სიტყვას მაინც ვამატებდე ან გადაბრუნებულად ვამბობდე, ჩემო მკითხველო, მე ვიყო ტურაშვილი და კეზერაშვილი და კიდევ... თარგამაძე... „დერეფნებში ვლანძღავო“... გესმით? - ესეც მეექვსე. ვინც იცის, ბიჭურად ამას რა ჰქვია, „ტურიკას“ დასახასიათებლად ესეც ეყოფა და ვინც არ იცის... უბრალოდ, მეცოდებიან.

 

„ხალასი ბიჭის“ სახელიდან კეზერას ხელისბიჭობამდე ჩამოლაბორანტებულმა, იძახე ახლა, უხელფასოდ ვმუშაობ და „კანალიზაციად“ წოდებულიდან „წიგნებზე და განათლებაზე“ „ზრუნვა“ სწორედაც რომ საშვილიშვილო საქმეაო... მართლა, სულ დაგიკარგავს გონება...

 

ბიძინა  დვალი

 

16.03.2023 წ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner