პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 გამანადგურებელს გადასცემს.
„რაც შეეხება MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც კვლავ მოქმედებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ ვაგზავნით MIG-ებს უკრაინაში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
„უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინას გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.