logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
- +

31 აგვისტო. 2016. 15:08



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ელექტორატთან შეხვედრას განაგრძობს.



 ამჯერად იგი ქალაქ დედოფლისწყაროში, ფორე მოსულიშვილის ქუჩისა და ე.წ. ხევსურების დასახლებაში შეხვდა ამომრჩეველს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს მოუსმინა და  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გეგმების შესახებ ესაუბრა.



ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში. უამრავმა თქვენგანმა ისარგებლა იმ სიკეთეებით, რაცქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ აქ, ამ ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემის გაწმენდა, ბიბლიოთეკის, საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების აღდგენა, გარე განათების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ერთად გავალამაზებთ დედოფლისწყაროს. მე ვიქნები თითეული თქვენნაგის ხმა საქართველოს პარლამენტში და ვიდგები თითოეული თქვენგანის გვერდით",- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი შიოლაშვილმა.



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების -პატარძეულის, შიბლიანის, ბადიაურის, მზისგულის, ყანდაურის, ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა.



სახელისუფლებო კანდიდატი ამომრჩევლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრებისას  ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა.



ადგილობრივები ასევე დაინტერესდნენ მიწის რეგისტრაციის საკითხით.



მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამასთან, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ,  საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.



მოსახლეობა შეძლებს საკუთარი უძრავი ქონების უფასოდ დარეგისტრირებას, რაც აქამდე საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული", - განუცხადა ადგილობრივებს რომან მუჩიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner