logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ, მეამაყება შენ გვერდით დგომა!
- +

16 მარტი. 2023. 21:48

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გაურკვეველი პირის მიერ შექმნილ პეტიციას ეხმაურება, რომელიც მოძრაობის წევრ და დეპუტატ დავით კაჭარავას მიერ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას მოითხოვს.

ოოო, „რამსები“ მაგრად აგრევიათ და ვატყობ, რასაც ეძებთ იმას მიიღებთ! რა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება? ჩვეულებრივი ბოლშევიკები ხართ, მაუზერის გარეშე.
გგონიათ რაიმეს მიღწიეთ? არა, იმაზე დიდი ნაგავი ამოტივტივდა თქვენგან, ვიდრე წარმოსადგენი იყო.
ითვალეთ პეტიციის ხმები, ბოლოს რამეს არ გამოედოთ, ფრთხილად!!!
დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ.
მეამაყება შენ გვერდით დგომა! სიმართლით დავამიწებთ ლელოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

16 მარტს, ვებგვერდ Manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია, რომლის ავტორი არც საკუთარ სახელს ასაჯაროებს და არც - გვარს. პეტიციის ავტორის ველში მას მხოლოდ „rugby supporter“ (რაგბის მხარდამჭერი) აქვს მითითებული. პეტიციის ავტორი არც საკუთარ ფოტოს ასაჯაროებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner