logo_geo
eng_logo
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა
- +

16 მარტი. 2023. 21:51

რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

14 მარტს პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner