logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინას გამანადგურებლები მიაწოდოს არ გამოიწვევს იგივე ქმედებას აშშ-ის მხრიდან
- +

17 მარტი. 2023. 00:25

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინას გამანადგურებლები მიაწოდოს არ გამოიწვევს იგივე ქმედებას აშშ-ის მხრიდან.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სუვერენული გადაწყვეტილებაა.

„ეს არ ცვლის ჩვენს გაანგარიშებას F-16-ებთან მიმართებაში. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება და ჩვენ პატივს ვცემთ ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას. მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არა მხოლოდ რის მიცემას აპირებენ, არამედ როგორ დაახასიათებენ მას“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 გამანადგურებელს გადასცემს.

„რაც შეეხება MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც კვლავ მოქმედებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ ვაგზავნით MIG-ებს უკრაინაში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინას გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner