logo_geo
eng_logo
საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო
- +

17 მარტი. 2023. 01:18

საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მანამდე საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, თუმცა ეროვნულ ასამბლეაში სესიის დაწყებამდე პრეზიდენტმა მაკრონმა გადაწყვიტა გამოეყენებინა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს. კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

საპენსიო სისტემის მომავალზე ფსონს ვერ დავდებთ, ეს რეფორმა აუცილებელია“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონის პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ პარლამენტარები, მხარი დაეჭირათ კანონისთვის, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვეს, მაკრონმა გადაწყვიტა გამოეყენებინა კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner