საფრანგეთის მთავრობის მიერ სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ, პარიზის ცენტრში მანიფესტანგტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მანიფესტანტების დასშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.