logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მოსახლოებასთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო
- +

16 მარტი. 2023. 23:37

"რამდენიმე თვის წინ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს არ მისცეს სტატუსი, რაც ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. თუ ვინმე იმსახურებდა ამ სტატუსის მიღებას იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იყვენენ წარმოდგენილი, პირველი საქართველო იყო," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნი ინტერესებს.

„მართლაც, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მოსახლოებასთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო. ყველა ასპექტში გაცილებით უფრო წინ ვართ, ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, მაგრამ იმასაც აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ არ მოხდა სტატუსის მინიჭება და რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც ძალიან ცუდია და სამწუხაროა. სტატუსის არ მიცემით სურვილი ჰქონდათ რომ დაედანაშაულებინათ ხელისუფლება ამ ყველაფერში რომ თითქოს ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგი, ამ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. , - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner