logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კანონპროექტში ვერავინ ნახავს რომ განათლების, სამეცნიერო ან თუნდაც სამედიცინო მიმართულებით რაიმე პრობლემა იქმნებოდა - ერთადერთი მიზანი იყო გამჭვირვალობა
- +

16 მარტი. 2023. 23:43

"კანონპროექტი თუ საქართველოში რუსულია, მაშინ რატომ მოქმედებს ამერიკაში ამდენი ათეული წელია, იგივე ხდება ავსტრალიაში, კანადაშიც დაიწყეს ასეთი კანონპროექტის განხილვა - ეს იყო მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ხელისუფლება დაეზიანებინათ, "- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც კითხვის ნიშნები ჰქონდა სათანადოდ ვერ ავხსენით თუ რას ემსახურებოდა ეს კანონპროექტი. ტყუილებით ცდილობდნენ, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. აღნიშნულ კანონპროექტში ვერავინ ნახავს, რომ განათლების, სამეცნიერო ან თუნდაც სამედიცინო მიმართულებით რაიმე პრობლემა იქმნებოდა. ერთადერთი მიზანი იყო გამჭვირვალობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner