"თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვის და გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული.
„ვანო მერაბიშვილმა ვინ უნდა გადაატრიალოს? მას არც ფიქრის შესაძლებლობა აქვს, არც ფიქრის უნარები აქვს და რა უნდა გადაატრიალოს მერაბიშვილმა და ხაბეიშვილმა? თქვენ ხომ იცით რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული. შენ შეგიძლია გამოხვიდე, გარკვეული საკითხები გააპროტესტო რაღაც ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გააკეთო. თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.