logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უყურებ მოღალატე-იუდას სახეში და წარბსაც არ იხრის - აი, ამას ჰქვია უტიფრობა და უნამუსობა!
- +

17 მარტი. 2023. 13:56

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს ხშირად გაიგონებ ფრაზას - „ისტორიის ნათელ მხარეს დადექი“ - სწორედ ისტორიის ნათელ მხარეს დგომის საკითხზე მოგახსენებთ!

 

ძირითადად ეს ის ხალხი და მათი შთამომავლობაა დიდ ზვიად გამსახურდიას ბნელეთს - „პროვინციელ ფაშისტს“ რომ უწოდებდა და დღესაც ჰგონია, რომ მაშინ ისტორიის ნათელ მხარეს იდგა!

 

შეგახსენებთ, თუ რა იყო და არის მათთვის ისტორიის ნათელი მხარე - 1992 წელს სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მონაწილეობა!

 

ეროვნული გმირის - პრეზიდენტ გამსახურდიას დევნა და რუსების დახმარებით მისი მკვლელობა!

 

რუსის ჯარის შემოყვანა, თბილისში გენერალ-პოლკოვნიკ ბეპაევის, სამეგრელოში ადმირალ ბალტინის, „მხედრიონის“ და კიტოვანის ბანდის მიერ ქართველების დახოცვა, დაყაჩაღება, აწიოკება!

 

მათ აფხაზეთი რუსებს მიჰყიდეს, ვაჟკაცი ბიჭები ბრძოლის ველზე დაეცნენ, ბოლოს სოხუმი სოხუმელებს შეატოვეს და თავად ნაკაწრის გარეშე თბილისში გამოიქცნენ!

 

30 წელი ქვეყანა ძარცვეს, უშუქობაში, სიცივეში, შიმშილში, სიღარიბეში აცხოვრეს ქართველები - თავად თანამდებობები მოირგეს, მილიონრები გახდნენ!

 

დღეს ასეთი მანქურთი ან მისი შთამომავალი წინ დაგიდგება და გამუნათებს - ისტორიის ნათელ მხარეს დადექი, მე დამიჯერე, მე დამიჭირე მხარი , თორემ რუსეთის აგენტი და ისტორიის ბნელ მხარეს მდგომი იქნებიო!

 

ხომ გამოჩნდა რომ ისინი იდგნენ ისტორიის ბნელ და საქართველოს ღალატის მხარეს, მათ შემოიყვანეს რუსის ჯარი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ბოდიშები იხადონ, თავდახრილებმა იარონ - დღესაც პოლიტიკურ თუ მორალურ მსაჯულებად სურთ რომ მოგვევლინონ!

 

უყურებ მოღალატე-იუდას სახეში, ჩახედავ თვალებში და წარბსაც არ იხრის - აი, ამას ჰქვია უტიფრობა და უნამუსობა!

 

სწორედ ამ უტიფრობით გვჯობნიან კოლექტიური ბოკერიები, სხვა პუტჩისტები, ქვეყნის მძარცველები თუ ტერიტორიების გამსხვისებელნი!

 

P.S. დღევანდელი დღესავით მახსოვს 1991 წლის შემოდგომა და უნივერსიტეტის ბაღი, სადაც პუტჩისტი სტუდენტები დამხვდნენ და 3 საათი მიმტკიცებდნენ - ისტორიის ნათელ მხარეს დადექი , ზვიადი ჩაუშესკუა და ჯაბა არის ქვეყნის ნათელი მხარეო. ეს ხალხი და მათი შთამომავლობაა დღესაც იმავე სიცრუით რომ ამუნათებს ხალხს - უტიფრად და მორალისგან დაცლილი სახით ატყუებს ამ ისედაც დატანჯულ ხალხს“, -წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner