logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა გიორგი გახარიას განცხადებაზე: 20-ში კოქტეილი იყო მოლოტოვის! ხოლო 8-ში ფონ დერ ლაიენის! ვაშა!
- +

17 მარტი. 2023. 17:54

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს ძალის გამოყენება  ლეგიტიმური იყო, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი. გახარიას თქმით,  ეს არის მიზეზი, რის გამოც აკრიტიკებს პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს.

 

„20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს - გახარია. ანუ, 20-ში კოქტეილი იყო მოლოტოვის! ხოლო 8-ში ფონ დერ ლაიენის! ვაშაა! შინ ევროპისკენ!“ - წერს კინორეჟისორი „ტვიტერზე“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner