logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე მწერლებისა და გამომცემლების მიმართვაზე: ყველა ადამიანი, ვინც ამას ხელს აწერს და ელისო ბოლქვაძის დასჯას ითხოვს, არის ფაშისტი
- +

17 მარტი. 2023. 18:02

 

 

ლიბერალურ ფაშიზმსა და თანამედროვე ბოლშევიზმის  გამოვლინებას უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „იუნესკოსადმი“ მწერლებისა და გამომცემლების მიმართვას, რომელშიც ისინი ითხოვენ, მოეხსნას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ყველა ადამიანი, ვინც ამას ხელს აწერს და ელისო ბოლქვაძის დასჯას ითხოვს, არის ფაშისტი.

 

„ყველა ადამიანი, რომელიც ამას ხელს აწერს და ელისო ბოლქვაძის დასჯას ითხოვს, არის ფაშისტი, ხოლო ეს საქციელი არის ინტელექტუალური ფაშიზმი და თანამედროვე ბოლშევიზმის გამოვლინება!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner