ექსპერტი გია გაბრიჭიძე „იუნესკოსადმი“ მწერლებისა და გამომცემლების მიმართვას ეხმიანება, სადაც ისინი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნას ითხოვენ.
„2023 წლის 17 მარტი, საქართველოს პენ ცენტრის პეტიცია: - 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, მათ აწმყოს და მომავალს. 7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს. მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 იუნესკოს ეგიდით წლიდან ატარებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა, ამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივი, მტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა.
1937 წლის I ივნისი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის სხდომის ოქმი: - თუ კონსტანტინე გამსახურდიას სურს, იყოს საბჭოთა მწერალი, ბურჟუაზიულ-კლასობრივი და ნაციონალისტური იდეებისგან უნდა გათავისუფლდეს, უფრო ახლოს დადგეს ჩვენს სოციალისტურ რეალობასთან და თავისი დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობა საქართველოს მშრომელ ხალხს მოახმაროს... 1937 წლის 28 ივლისი - დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანის და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი“. თითქოს კოპი-პეისტით გადმოწერეს „უნიტაზის მწერლებმა“ „პროლეტარი მწერლების“ სხდომის ოქმი და ეს ხალხი გვიკიჟინებს ევროპულ ფასეულობებზე? უნიტაზელების ოქმს 126 ხელმოწერა აქვს და ჯერჯერობით არც ერთი მაუზერი,“ - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.