logo_geo
eng_logo
ლევან ჭოტორლიშვილი: სრული მხარდაჭერა ჟურნალისტ გიორგი გვიმრაძეს, პიანისტ ელისო ბოლქვაძეს, ფილოსოფოს ელიზბარ ელიზბარაშვილს - საქართველოში ფაშიზმი და ბოლშევიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს
- +

17 მარტი. 2023. 18:30

 

 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კამპანიას ეხმაურება, რომლითაც საზოგადოების აქტიური ჯგუფის გარკვეული ნაწილი ცდილობს, კონკრეტული პირები მათთვის მიუღებელი პოზიციის გამო დააბულინგონ.

 

ის მხარდაჭერას უცხადებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტს გიორგი გვიმრაძეს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და ფილოსოფოს ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომლებიც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

 

„სრული მხარდაჭერა ჟურნალისტ გიორგი გვიმრაძეს. პიანისტ ელისო ბოლქვაძეს, ფილოსოფოს ელიზბარ ელიზბარაშვილს. არა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის ტროიკას და სხვა ტროიკებს. საქართველოში ფაშიზმი და ბოლშევიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან ჭოტორლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner