logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნაზე: „წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე
- +

17 მარტი. 2023. 20:00

 

„წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე 126 ქართველი გამომცემლისა და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებების მიმართ კანონზომიერია, ვინაიდან მოთხოვნაზე ხელმომწერი ფსევდოლიბერალები საკუთარ პროფესიაში „ლუზერები“ არიან. აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ქმედებები წარუმატებლობისთვის არის განწირული.

წითელარმიელი ინწელიგენციის“ „ტროიკები“ არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე.
ეს კანონზომიერიცაა, როცა თავიანთ სფეროებში უკიდურესი „ლუზერები“ არიან და ნაცმედიაც კი ვერ „აპიარებს“ სათანადოდ, თავს ესხმიან საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს.

კანონზომიერება ისიცაა, რომ ფსევდოლიბერალი ფაშისტი არარაობების კონვულსიური ფაფხური მათთვის ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება ნებისმიერ ნაცსცენარში“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პენ.ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner