logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: განვაგრძობთ ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას
- +

17 მარტი. 2023. 20:38

 

მორიგი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ - ძიმითში სპორტული სტადიონის მშენებლობა იქნება, რისთვისაც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 122 000 ლარს შეადგენს.

აქვე მინდა ერთ-ერთი ადგილობრივი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს სპორტული მოედანი მაგისტრალზე შენდება გამოვეხმაურო და მოსახლებას ვუთხრა, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. სინამდვილეში, აღნიშნული სპორტული მოედანი არის სანაპიროზე დაგეგმილი ბულვარის ერთიანი პროექტის შემადგენელი ნაწილი და ის მაგისტრალს არანაირად არ უშლის ხელს,“- ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner