„მორიგი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ - ძიმითში სპორტული სტადიონის მშენებლობა იქნება, რისთვისაც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 122 000 ლარს შეადგენს.
აქვე მინდა ერთ-ერთი ადგილობრივი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს სპორტული მოედანი მაგისტრალზე შენდება გამოვეხმაურო და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. სინამდვილეში, აღნიშნული სპორტული მოედანი არის სანაპიროზე დაგეგმილი ბულვარის ერთიანი პროექტის შემადგენელი ნაწილი და ის მაგისტრალს არანაირად არ უშლის ხელს,“- ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.