ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „დროას“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისში შეხვედრა გამართეს.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, ყველა ის ევროპელი პარტნიორი, ვინც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის წამახალისებელია.
„მარტივად და გასაგებად დავწერ! ქართული პოლიტიკის რადიკალები: ხოშტარია, „გირჩი“ და ჭიჭე ხვდებიან შარლ მიშელის ოფისს. ქართველი ხალხი ამას შეაფასებს, როგორც მიშელის მხრიდან რადიკალების და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის წახალისებას!
ჩვენი პარტნიორები, ყველა ვინც ამ რადიკალ ექსტრემისტებს შეხვდება, არის პოლარიზაციის და რადიკალიზმის წამხალისებელი.
ყველა, ვინც ამ ტროიკას არ გაემიჯნება, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მხოლოდ ცუდი!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.