logo_geo
eng_logo
მარცხი ლიდერთან - ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ შეცვლაზე ითამაშა
- +

18 მარტი. 2023. 00:17

 

 

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრეუ“ მეორე ბუნდესლიგის ლიდერ „ჰაიდენჰაიმთან“ გასვლით შეხვედრაში 2:5 დამარცხდა და წაუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა.

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე (ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა) „კარლსრუეს“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 2:4 მარცხდებოდა.

 

„კარლსრუემ“ თამაში ამჯერადაც კარგად დაიწყო და იენსენის (16) და კაუფმანის (23) გოლებით დასაწყისშივე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გუნდმა პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთი ცუდად ჩაატარა და მასპინძლებმა კლაინდინსტის დუბლით (38, 45+1) წონასწორობა აღადგინეს.

 

მეორე ნახევარში კლაინდინსტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ჰაიდენჰაიმი“ დააწინაურა, 62-ე წუთზე პიკმა მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში სესამ (88) დააფიქსირა და „კარლსრუეს“ წარმატებული სერია შეწყვიტა.

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 34 ქულით კვლავ მე-8 ადგილზე დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner