„ნაცმოძრაობისთვის“ ეროვნული მოძრაობის მანტიის მორგებაა მთავარი, მაგრამ ფორმის გარდა არსებობს შინაარსიც“, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.
„შინაარსის მიხედვით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ხაბეიშვილის მოძრაობა ყველაფერია, გარდა ეროვნული მოძრაობისა. ეს არის ეროვნულს დაპირისპირებული მოძრაობა, ყველა თავისი ატრიბუტით, და ამ მანტიის მორგება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც 9 აპრილს დანიშნეს ეს აქცია“, - აცხადებს ვოლსკი.
საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.