logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს!
- +

31 აგვისტო. 2016. 16:23



„ვინც არ უნდა იყოს გორში მაჟორიტარობის კანდიდატი, მაინც „ქართული ოცნება" იქნება გამარჯვებული", - ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია გორში მაჟორიტარ კანდიდატებად ირაკლი ალასანიას და ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენას.


ჟვანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.


„უახლოესი წარსულიდან როგორც გვახსოვს, ალასანიასა და ოქრუაშვილს შორის არც ისე თბილი ურთიერთობაა, მაგრამ ხელისუფლებას გააჩნია ყველა რესურსი, რომ ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთოს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს",- განაცხადა ჟვანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner