logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რა სიქაჯე, გოიმიზმის პიკი და მდაბიობობაა ეს უცხოურის ბრმა მიმბაძველობა. ნუ ანიჭებთ ქართველ ახალგაზრდებს რაღაც სულელურ -კოდებს!
- +

18 მარტი. 2023. 15:30

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

რა სიქაჯე, გოიმიზმის პიკი და მდაბიობობაა ეს უცხოურის ბრმა მიმბაძველობა. ნუ ანიჭებთ ქართველ ახალგაზრდებს რაღაც სულელურ -კოდებს!

 

ჩვენი შვილები არც GEN Z არც GEN Y არც GEN X  და არც H2SO4D2GH - არ და ვერ იქნებიან - ამ შტრიხ-კოდებით და ავტომობილის vin კოდის მსგავსი სისულელეებით ვერ იცხოვრებენ და არც უნდა იცხოვრონ!

 

ეს ცნებები უცხო იყო, არის და იქნება მათთვის - ისინი ქართველები - კარგი ბიჭები,  კარგი გოგონები - უბრალოდ რომ ვთქვათ - ქართველი ახალგაზრდები იქნებიან, ასეთებად ვზრდით და ასეთად უნდა გავზარდოთ!

 

ეკლესიაში ივლიან, აღსარებას ჩააბარებენ, ზიარებას მიიღებენ, ილოცებენ, ეცდებიან 10 მცნება დაიცვან, ქრისტეს მოძღვრების მიხედვით იცხოვრონ, სიკეთე აკეთონ, გარყვნილება უკუაგდონ და  უფლის სიყვარული ატარონ გულში!

 

არც ნარკომანები გახდებიან, არც იბომჟებენ, არც სქესს შეიცვლიან, არც ამფიტამინით თუ ექსტაზით დაიავადმყოფებენ თავს, არც იქურდებენ, არც იბარიგებენ და არც არაფერ უკეთურს არ იკადრებენ!

 

არც ბასიანის” თუ ხიდის” კლიენტები გახდებიან, არც კლუბურ ნარკოტიკზე თუ სხვა მსგავს საშინელებაზე დაჯდებიან. არც ვიღაც უგვანო ეყოლებათ გურუდ და არც სატანას ეთაყვანებიან, არც ემოები გახდებიან და არც იეჰოველები!

 

ქართულ - ქრისტიანულ ოჯახებს შექმნიან ,შეყვარებული ეყოლებათ და არა ბოი - ფრენდი , ტრადიციულად დაინიშნებიან , ჯვარს დაიწერენ , ოჯახს შექმნიან და ჩვენი მშობლების მსგავსად პატიოსნად იცხოვრებენ - შვილებს გაზრდიან ,სამშობლოსათვის იღვაწებენ‼️

 

არც გირჩის სექტის გასაბერ ეკლესიაში შევლენ იმისთვის რომ იდეზერტირონ და ჯარს თავი აარიდონ - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ - სამშობლოს თუ დაჭირდა იარაღს აიღებენ და წინა ხაზზე იბრძოლებენ!

 

ამის შემდეგ ყველამ თავად აირჩიოს როგორ გაზრდით შვილებს, როგორი ახალი თაობაა მომავალი საქართველოსთვის მისაღები. ნამდვილი ქართველები თუ შტრიხ-კოდ მინიჭებული Z, Y, K თუ F2SF2TUPOI2!

 

P.S. აი ზურა (გირჩი) , იაგო (გირჩი) და ჭიჭე ვაშაძე კი არიან - ბებერი GEN ყ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner