ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, თსუ-ს აუდიტორიაში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა სცადეს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გარეთ გამოსულ სტუდენტებსა და პროვოკატორებს შორის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„თსუ-ს აუდიტორიიდან გარეთ გამოსულ სტუდენტებს პროვოკატორმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პროვოკატორსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა,“ - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.