logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: რადიკალები ცდილობენ, ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი ტყუილებით, სიცრუით მიაწოდონ ევროპულ საზოგადოებას
- +

18 მარტი. 2023. 16:25

 

 

რადიკალები ცდილობენ, ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი ტყუილებით, სიცრუით მიაწოდონ ევროპულ საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა, ზედმიწევნით ასრულებს 12-პუნქტიან გეგმას.

 

„დაახლოებით ერთი წელია, „ქართული ოცნება“, პარლამენტის უმრავლესობა და მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს 12-პუნქტიან გეგმას, რაც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლებელია, ყოფილიყო. მინიმალური ჩართულობის გარდა, ოპოზიციამ არანაირი ქმედება არ გასწია იმ პუნქტების შესასრულებლად, რომელთაც მათი ჩართულობა სჭირდება. დღესაც რადიკალები ცდილობენ, ევროპული რეკომენდაციების შესრულების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ტყუილებით, სიცრუით მიაწოდონ ევროპულ საზოგადოებას. ამისთვის ისინი ევროპაში მოგზაურობენ და ჩვეულ ბოლშევიკურ, ფაშისტურ სტილში ტყუილებით ცდილობენ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას, რაც არ გამოუვათ. შესრულებული საქმე მეტყველებს ქართული მხარის, „ქართული ოცნების“ მზაობასა და სურვილზე, ბოლომდე შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, რასაც თითქმის არაფერი აკლია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner