logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: იმთავითვე ყველასათვის გასაგები იყო, რომ რეალურად სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ იყო საფუძვლიანი და გათვლილი იყო მხოლოდ პიარულ სვლებზე
- +

18 მარტი. 2023. 17:40

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმთავითვე ყველასათვის გასაგები იყო, რომ რეალურად სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ იყო საფუძვლიანი და გათვლილი იყო მხოლოდ პიარულ სვლებზე - ისიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, სადაც იოლია ფაქტებით მანიპულაცია.

 

„როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ მოთხოვნების პიარული თვალსაზრისით გამყარების მიზანს ემსახურებოდა. მათ იციან, რომ სამართლებრივი პერსპექტივა ამ მოთხოვნას არასდროს ჰქონია. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო ფორმატებში ამ საკითხის განხილვა შესაძლოა მათთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner