logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
- +

18 მარტი. 2023. 17:45

 

 

საქართველოს  პროკურატურამ,  ფინანსური სარგებლის მიღების  მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას“  ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია  კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“  პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი  მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა.  აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა. 

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების  მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner