მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ მათი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შესულია. განცხადებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მოაწეროს.