logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: სამწუხაროდ, გენიალურმა პაატა ბურჭულაძემ მცირე დროში ორჯერ მოახერხა საკუთარი პიროვნებისა და ღირსების გაკოტრება
- +

31 აგვისტო. 2016. 16:24



სამწუხაროდ, ჩვენმა გენიალურმა პაატა ბურჭულაძემ ამ მცირე დროში ორჯერ მოახერხა საკუთარი პიროვნებისა და ღირსების გაკოტრება", - წერს პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში.


 

სამწუხაროდ, ჩვენმა გენიალურმა პაატა ბურჭულაძემ ამ მცირე დროში ორჯერ მოახერხა საკუთარი პიროვნებისა და ღირსების გაკოტრება. პირველად, როცა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და მეორედ, გუშინ, როცა უსეპარატისტულესი განცხადება გააკეთა აჭარის თანამდებობის პირთა არააჭარულ წარმოშობაზე. ვუყურებდი ჩემს საამაყო მომღერალს და მისი შეუდარებელი ბანის ნაცვლად მესმოდა ჩემი საძულველი არძიბას გონორი და პათოსი! ასლან აბაშიძისგან არ მახსოვს მაგ ხარისხის ვიწრონაციონალური შუღლის გამაღვივებელი განცხადება.

არ ვთვლი, რომ ვინმეზე ნაკლები აჭარელი ვარ და არც მიმაჩნია, რომ ჩემს სოფელში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. . ნაგომარი) აჭარიდან და სვანეთიდან მიგრირებული თანამოქალაქეები ჩემზე ნაკლები გურულები არიან!" - წერს დოლიძე „facebook"-გვერდზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner