logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნაზე: ეს არის სამარცხვინო - ჩემი პატივისცემა ქალბატონ ელისოს
- +

18 მარტი. 2023. 18:39

 

 

ჩემი პატივისცემა ქალბატონ ელისოს და მხარდაჭერა სრულიად საქართველოს მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 126 ქართველი გამომცემლისა და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.

 

„ეს არის სრულიად სამარცხვინო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გვყავს ადამიანი, ქართველი, რომელიც არის იუნესკოს ელჩი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ცდილობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ამ გზით. ვის რაში შეუშალა ხელი ელისო ბოლქვაძის იმ უზარმაზარმა აღიარებამ. სამწუხაროდ თვითონ უნდა გააკეთონ ანალიზი, რომ იუნესკო რასაც აღიარებს იმას უპირისპირდებიან და ეს არ ვარგა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

საქართველოს პენ.ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner