logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თანატოლის განზრახ მძიმე დაზიანების გამო ნასამართლევმა თორნიკე შუკაკიძემ სცადა, რომელიც თსუ-ს სტუდენტი საერთოდ არ არის. ის გარეთ თავად სტუდენტებმა გააძევეს
- +

18 მარტი. 2023. 21:19

 

პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტშია საუბარი.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში, ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.

„სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუკპოსტით გიორგი მუმლაძემაც დაადასტურა.

თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს. პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა“, - ნათქვამია „სიუჟეტში“

right_banner right_banner
არქივი
right_banner