logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი კალიურანდსა და გრეგოროვას: როგორც ჩანს, თქვენს მოწოდებებში ორმაგ სტანდარტს იყენებთ
- +

19 მარტი. 2023. 10:41

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, Twitter-ზე, მარინა კალიურანდსა და მარკეტა გრეგოროვას მიმართავს.

 

„ევროკავშირი მოგვიწოდებდა, რომ არ მიგვეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რადგან მას ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად აღიქვამდა. ამასობაში ევროპარლამენტში დაიწყო ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტზე მუშაობა. როგორც ჩანს, ორმაგ სტანდარტს იყენებთ თქვენს მოწოდებებში“, - დაწერა თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში და მარინა კალიურანდი და მარკეტა გრეგოროვა მონიშნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner