„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, Twitter-ზე, მარინა კალიურანდსა და მარკეტა გრეგოროვას მიმართავს.
„ევროკავშირი მოგვიწოდებდა, რომ არ მიგვეღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რადგან მას ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად აღიქვამდა. ამასობაში ევროპარლამენტში დაიწყო ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტზე მუშაობა. როგორც ჩანს, ორმაგ სტანდარტს იყენებთ თქვენს მოწოდებებში“, - დაწერა თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში და მარინა კალიურანდი და მარკეტა გრეგოროვა მონიშნა.