გერმანია შეასრულებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააპატიმრებს, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა.
„მოველით, ჰააგის სასამართლო სწრაფად მიმართავს ინტერპოლს და რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს მათ, უზრუნველყონ განაჩენის შესაბამისობა. გერმანია იძულებული იქნება, დააკავოს პუტინი და გადასცეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა“, - განაცხადა ბუშმანმა.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.