logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რეკომენდაციების შესრულების არცერთ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული არ ყოფილა
- +

19 მარტი. 2023. 18:25

 

 

გიორგი ვოლსკიმ ანა წითლიძის განცხადებას უპასუხა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 12 რეკომენდაციის შესრულებაში არასოდეს მონაწილეობდა.

 

„სამუშაოს არცერთ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული არ ყოფილა. გაითამაშეს რაღაც, თითქოს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, თითქოს რაღაც საექსპერტო ჯგუფი შეკრეს და გარკვეულ წინადადებებს ამზადებენ. არცერთი წინადადება არ გაგვიგია და სრული საბოტაჟის გარდა არაფერი გვიხილავს არც მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებებით მათ შორის. ერთ-ერთი მთავარი თემაა ახალი საარჩევნო კოდექსი. ისიც ისე მივიღეთ, რომ ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე, ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner