კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და თავდასხმის „დიდოსტატები" დღემდე ვერ ხვდებიან, რომ, მურტალოსი არ იყოს, მეთოდები მათაც დაუძველდათ.
„გუშინ „რუსთავი 2" და გადაცემა „არჩევანი 2016" საარჩევნო პრეზენტაციისთვის „დემოკრატიულ მოძრაობას" მასპინძლობდა... ჟურნალისტებმა არც ამ შემთხვევაში დაარღვიეს „რუსთავი 2"-ის მიერ ჩამოყალიბებული ის ტრადიცია და პრაქტიკა, რასაც ზონდერ-ჟურნალიტიკა ითვალისწინებს... მათი უბედურება ის არის, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და თავდასხმის „დიდოსტატები" დღემდე ვერ ხვდებიან, რომ მურტალოსი არ იყოს, მეთოდები მათაც დაუძველდათ... ყველაფრის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძემ ისეთი მასტერკლასი ჩაუტარა, ალბათ, გადაცემის მერე საკუთარ იდაყვებს იჭამდნენ, თუმცა, გადაცემის მსვლელობის დროსაც კარგად ისმოდა მათი სასოწარკვეთილი წკმუტუნი..." - წერს ლილუაშვილი facebook-გვერდზე.