logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: ვერ ხვდებიან, რომ მეთოდები დაუძველდათ...
- +

31 აგვისტო. 2016. 16:29



კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და თავდასხმის „დიდოსტატები" დღემდე ვერ ხვდებიან, რომ, მურტალოსი არ იყოს, მეთოდები მათაც დაუძველდათ.



გუშინრუსთავი 2" და გადაცემაარჩევანი 2016" საარჩევნო პრეზენტაციისთვისდემოკრატიულ მოძრაობას" მასპინძლობდა... ჟურნალისტებმა არც ამ შემთხვევაში დაარღვიესრუსთავი 2"-ის მიერ ჩამოყალიბებული ის ტრადიცია და პრაქტიკა, რასაც ზონდერ-ჟურნალიტიკა ითვალისწინებს... მათი უბედურება ის არის, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და თავდასხმის დიდოსტატები" დღემდე ვერ ხვდებიან, რომ მურტალოსი არ იყოს, მეთოდები მათაც დაუძველდათ... ყველაფრის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძემ ისეთი მასტერკლასი ჩაუტარა, ალბათ, გადაცემის მერე საკუთარ იდაყვებს იჭამდნენ, თუმცა, გადაცემის მსვლელობის დროსაც კარგად ისმოდა მათი სასოწარკვეთილი წკმუტუნი..." - წერს ლილუაშვილი facebook-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner